Friday, May 21, 2010

წითელი წიგნი

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ძუძუმწოვრები და მათი გადარჩენის გზები!

ყოველ ეპოქაში თავისებურად იდგა ადამიანისა და ბუნების მურთიერთქმედების საკითხი,მაგრამ მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა იგი უფრო აქტუალურ და ეპოქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს,გლობალურ პრობლემად აქცია.

გაფართოვდა ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების უნარი და შესაძლებლობანი,მისი ჩარევის სფერო,რამაც შეკვეცა ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს საარსებო სივრცეები.დაირღვა მილიონი წლობით შეკრული და ნადუღაბები ეკოლოგიური ტანაფარდობა.

მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს რიგი სახეობების გადაშენებამ და გადაშენების საფრთხემ ადამიანები მათი დაცვისა და გადარჩენის საკითხებზე ჩააფიქრა.ადამიანებისათვის ცხადი გახდა,რომ ბუნებასთან წარსულში არასწორ ურთიერთობებს სავალალო შედეგები მოჰყვებოდა და ეს ყოველივე სამყაროს ჰარმონიას თანდათან არღვევდა.

ბუნებასთან არასწორი ურთიერთობებით გამოწვეულმა პრობლემებმა ადამიანები დაარწმუნა,რომ ველური ბუნების ყოველი დაკარგული და გადაშენებული წარმომადგენელი აუნაზღაურებელი დანაკლისია,როგორც მატტვის ასევე მომავალ თაობათა ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრებისთვის.

ბუნებასთან ჰარმონიის შენარჩუნებისათვის.

ბუნებასთან ჰარმონიის შენარჩუნებისათვის ადამიანებმა დაიწყეს ბუნების ელემენტებზე ზრუნვა და მათი დაცვა.მათ გადაწყვიტეს განსაკუთრებულად დაეცვათ და ყურადღება მიექციათ ისეთი ბუნების ქმნილებათათვის ,რომლებთაც გადაშენება და გაქრობა ემუქრებოდათ.ამ მიზნით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის თანხმობით შეიქმნა ნუსხა დედამიწის ფლორისა და ფაუნის იმ წარმომადგენლებისა რომელთაც საფრთხე ემუქრებოდათ.ამ ნუსხას ”წითელი წიგნი”ეწოდა.ამ წიგნში შევიდა დედამიწის ზურგზე მყოფი ყველა ის ცხოველი და მცენარე,რომელთაც გაქრობის საფრთხე ემუქრებოდათ.მსოფლიოს ”წითელი წიგნი” კიდევ იყოფა სხვადასხვა ქვეწიგნებად,რომლებიც თითოეული ქვეყნის ”წითელ წიგნს” წარმოადგენს.

ჩვენს სამშობლოს საქარტველოსაც აქვს ”წითელი წიგნი”.საქართველოს წითელ წიგნში შესულია ის მცენარეული და ცხოველური სამყაროს წარმომადგენლები,რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ და გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.

ჩვენი ქვეყნის ბუნება უნიკალურია.ადგილმდებარეობის მნიშვნელოვანი სიმღლე,რელიეფისა და კლიმატის მრავალფეროვნება განაპირობებს ბუნებრივ კონტრასტებს. მის მცირე ტერიტორიაზე(სულ 69 700კვ.კმ-ზე)წარმოდგენილია ყველა ვერტიკალური ლანდშაფტური სარტყელი ტენიანი სუბტროპიკებით დაწყებული და მარადიული მყინვარებით დამთავრებული.საქართველო მდიდარია მდინარეებით.მის ტერიტორიაზე აღრიცხულია 25 ათასზე მეტი დიდი და მცირე მდინარე,რომელთაც ჯამური სიგრძე დაახლოებით 55 ათას კილომეტრს შეადგენს.საქართველოში არის ათასამდე ტბა,1400 მინერალური წყარო,320კმ-ის მანძილზე ჩვენს ქვეყანას ეკვრის შავი ზღვის სანაპირო ზოლი.საქართველოს ტყეებში,რომელთა საერთო ფართობი მისი ტერიტორიის 38,5 პროცენტს შეადგენს გვხვდება 6 000-ზე მეტი სახეობის მცენარე.ასევე მდიდარია ცხოველთა სამყაროც.

საქართველოს წითელი წიგნის მიზანია ყურადღება მიაქციოს ცხოველთა და მცენარეთა იმ სახეობებს რომლებიც მცირე რაოდენობით არის გავრცელებული და რომელთა გადარჩენისათვის საჭიროა განსაკუთრებული ზომების მიღება.

საქართველოს ცხოველთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია.მის ტერიტორიაზე 3000 სახეობის ცხოველი ბინადრობს.მათგან 150 სახეობა ძუძუმწოვარია.ამათგან 19 წითელ წიგნშია შესული.ეს ძუძუმწოვრებია:ნიამორი,ქურციკი(ჯეირანი),ზოლებიანი აფთარი,ჯიქი,ჭრელტყავა,თეთრმუცელა სელაპი,წავი,კავკასიური წაულა,კავკასიური ფოცხვერი,კავკასიური ირემი,ამიერკავკასიური ზაზუნა,რადეს ბიგა,ფუღუ,მცირე კბილთეთრა,მეჰელის ცხვირნალა,ყურგრძელი მღამიობი,სამფეროვანი მღამიობი,გრძელფრთიანი ღამურა,გიგანტური მეღამურა,მცირე მეღამურა.

ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ოჯახებისა და საარსებო გარემოთი.

განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე:

ნიამორი

ტაქსონომიური შენიშნვები:
ნიამორი მიჩნეულია შინაური თხის პირდაპირ წინაპრად.
ნუსხაში შეტანის მიზეზები:
არსებული შეფასების თანახმად თითქმის მთელი პოპულაცია ერთ გეოგრაფიულ წერტილშია თავმოყრილი. შემცირებულია მისი გავრცელების ფართობი. დაფიქსირებულია ჭარბი ექსპლოატაცია.
გავრცელება:
საქართველოში ნიამორი თუშეთისა და პირიქითა ხევსურეთის ტერიტორიაზეა შემორჩენილი. (2004 წლის მონაცემებით 125 ინდივიდი)ასევე გვხვდება თუშეთის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში. (დაახლოებით 95 ნიამორი).
ეკოლოგიური თავისებურებები:
ძირითადად ბინადრობს ციცაბო კლდეებით მდიდარ მშრალ ადგილებში, ზღვის დონიდან 4000მეტრამდე.ზაფხულში ზრდასრული მდედრები ციკნებთან ერთად ძირითადად ტყის ზონაში იმყოფებიან. ისინი მეტწილად 4-5 ინდივიდიან ჯგუფებს ქმნიან, სადაც 2-3 ზრდასრული მდედრი და 1-2 ციკანი შედის, ხოლო ზრდასრული მამრები სუბალპურ და ალპურ ზონაში არიან. გვიან შემოდგომაზე ვაცები დაბლა ჩამოდიან და მდედრებს უერთდებიან.გამრავლების პერიოდი სწორედ ამ დროს ეწყებათ. ვაცები ჩხუბობენ მდედრის მოსაპოვებლად.მაკეობა გრძელდება 140-დან 160 დღემდე და გაზაფხულის ბოლოს შობს ერთ ან ორ ციკანს. ვაცი სქესობრივ სიმწიფეს 1,5 წლის ასაკში აღწრვს, თხა - 2,5 წლის ასაკში. ნიამორის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 22 წელია.

ნიამორი
ტაქსონომიური შენიშნვები
ნიამორი მიჩნეულია შინაური თხის პირდაპირ წინაპრად.
ნუსხაში შეტანის მიზეზები
არსებული შეფასების თანახმად თითქმის მთელი პოპულაცია ერთ გეოგრაფიულ წერტილშია თავმოყრილი. შემცირებულია მისი გავრცელების ფართობი. დაფიქსირებულია ჭარბი ექსპლოატაცია.
გავრცელება
საქართველოში ნიამორი თუშეთისა და პირიქითა ხევსურეთის ტერიტორიაზეა შემორჩენილი. (2004 წლის მონაცემებით 125 ინდივიდი)ასევე გვხვდება თუშეთის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში. (დაახლოებით 95 ნიამორი).
ეკოლოგიური თავისებურებები

ძირითადი საფრთხეები
ნადირობა ყველაზე ძლიერ მოქმედი ანთროპოგენული ფაქტორია, რომელიც ნიამორის რიცხოვნობაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამავე დროს სხვა ფაქტორებთან ერთად ზღუდავს მის არეალს, რადგან ცხოველები იძულებულნი არიან ბუნებრივად განსაკუთრებით დაცულ ადგილებს შეაფარონ თავი.

ძირითადი საფრთხეები:

მასზე ნადირობა სასტიკად აკრძალულია და ისჯება კანონით!

ჯიქი
ტაქსონომიური შენიშნვები:
საქართველოში გავრცელებულია Panthera pardus saxicolor (ჩრდილოსპარსული, ანუ წინააზიური ლეოპარდი).
ნუსხაში შეტანის მიზეზები
ძალზე მცირე პოპულაცია, გამქრალი ან მიუდგომელ ადგილებში შემორჩენილი იშვიათი ქვესახეობა.
გავრცელება:
მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ჯიქის არეალი მოიცავდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ჯავახეთის ზეგნისა და სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველოს გამოკლებით.დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ დიდი კავკასიონის აღმოსავლეთი ნაწილის გვერდითა ქედებზე - პირიქითა ხევსურეთში, თუშეთში და სპეროზას მთაზე.
ეკოლოგიური თავისებურებები
ჯიქი ევრიტოპული სახეობაა,. ბინადრობდა კოლხეთის ჭარბტენიან ეკოტოპებში, ჭალის ტყეებში, ზოგადად ტყის სარტყელში, სუბალპურ, ალპურ, სუბნივალურ სარტყლებში. ამჟამად ბინადრობს მხოლოდ ძნელად მისაღწევ კლდოვან ადგილებში. შემორჩენილია მხოლოდ ერთეული ინდივიდები (1-2) .
მდედრი ლეოპარდი გამრავლებას იწყებს 33 (30-36) თვიდან. ესტრუსი გრძელდება 7 ( 4-14) დღე და მაკეობა გრძელდება 96 ( 90-112) დღე. შობს საშუალოდ 6 ნასიერს გადარჩება 2. ცოცხლობს საშუალოდ 23 წელი ტყვეობაში. 2 წლის ნაშიერები შორდებიან დედას და მარტოული ცხოვრებით ცხოვრობენ. სქესთა შეფარდებაა 1მამრი : 1,8 მდედრი.
იგი საკვებად იყენებს როგორც ხოჭოებს და სხვა მცირე ზომის უხერხემლოებს, ისე უზარმაზარ ანტილოპა ილანდს (კანა), რომლის წონა 900 კგ-ს აღწევს. ლიტერატურაში არსებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ ლეოპარდები ძირითადად ნადირობენ საშუალო ზომის მსხვერპლზე, რომელიც მრავლად არის მათ ჰაბიტატში. ეს ძირითადად არის ჩლიქოსნები 20-დან 80 კგ-მდე. მცირე ზომის ძუძუმწოვრების ნარჩენები ძირითადად ახალგაზრდა ლეოპარდების ექსკრემენტებში გვხვდება. საშუალო ზომის ჩლიქოსნის მონადირებებს შორის პერიოდები შეიძლება 7-დან 12-13 დღემდე შეადგენდეს. ჯიქს შეუძლია გაძლოს უწყლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და სითხის მარაგი შეივსოს საკვებიდან.
ძირითადი საფრთხეები
ბრაკონიერობა და ჰაბიტატის განადგურება.

No comments:

Post a Comment